სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტრატეგიაზე მომუშავე სოციალური, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის ჯგუფების წარმომადგენლებმა 2017 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. აღნიშნული ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას რეგიონში სკოლამდელი აღზრდის, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის მიზნით.
სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – საკრებულოები, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმის განახლებულ პროექტს სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო განიხილავს.
შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 219 times, 1 visit(s) today