სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ახალციხის კლინიკა „იმედში „შეუძლიათ. ვაქცინაციის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილესთან დავით ლომიძესთან, ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1400 დოზა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული და ვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. აცრა ნებაყოფლობითია.

Visited 39 times, 1 visit(s) today