სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგების შესახებ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდობლობის მიზეზი კვლევის შედეგებსა და ქვეყანაში არსებულ რეალობას შორის რადიკალური სხვაობაა.
„ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევასთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია, იგივე განცხადება გავაკეთოთ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ და ამის მთავარი მიზეზი არის რადიკალური აცდენა მათ შედეგებსა და იმ რეალობას შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გახსოვთ, რომ საარჩევნო კუთხითაც არის მუდმივად აცდენილი ეს კვლევები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 133 times, 1 visit(s) today