სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვებოდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე იასონ შეროზიამ გამართა.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა
23/04/2019