სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე 2015–2017 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს იმერეთში ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვაზე.
დღესვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა გოჩა გიორგაძემ C ჰეპატიტის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენება გააკეთა. ასევე, გამოთქვა მზაობა მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდეს.

Visited 176 times, 1 visit(s) today