სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანა მალე დასრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანა რამდნიმე დღეში დასრულდება. დღეს პროექტის ფარგლებში სანაპირო ზოლი გადაირეცხა. პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. განსაკუთრებული ზიანი მას 2014–2015 წლებში მიადგა. სანაპირო ზოლის დასაცავად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოხდება სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა. წელს ავარიულ უბანზე განხორციელდება 195 000 მ3 მოცულობის პლაჟშემქნელი მასალის შეტანა. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გაიზრდება სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრსაფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედებაც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 271 087 ლარით დაფინანსდა.

Visited 143 times, 1 visit(s) today