სანდრა რულოვსის სიის ათეულში ყოფნა არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სანდრა რულოვსის სიის ათეულში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან სანდრა რულოვსმა გადაწყვიტა, რომ ის მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ ბრძოლაში, ზუგდიდის მაჟორიტარობის გარდა იქნება საარჩევნო სიის მეორე ნომერიც.

”ეს არის დადებითი მოვლენა, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის ზუგდიდში, ვისაც საქართველოს პარლამენტში ეყოლება ძალიან კარგი მაჟორიტარი. ეს არის კარგი ამბავი ასევე სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან ქალბატონი სანდრას შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის დადებითი მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის და არა მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობისთვის”,- განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დარწმუნებულები არიან, რომ სანდრა რულოვსი პირველივე ტურში გაიმარჯვებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში, თუმცა სიაში მისი ყოფნა მნიშვნელოვანია.

”მისი სიაში ყოფნა, მისი პირველ ათეულში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი გამარჯვებისკენ და იმისკენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ გუნდით, კომპეტენტური, მცოდნე და მოტივირებული ადამიანების გუნდით დავიწყოთ ხალხის პრობლემების გადაჭრა ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

Visited 118 times, 1 visit(s) today