საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს სასურსათი პაკეტები გადაეცათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა სასურსათო პაკეტები გადასცა. რწმუნებულის თქმით, გარდა სახელმწიფო პროგრამებისა და გეგმებისა, მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა, მითუფრო, პანდემიის პირობებში.
მოგვიანებით მამუკა საღარეიშვილი რწმუნებულის მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილობრივებსაც შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

Visited 72 times, 1 visit(s) today