საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ბესელია დარწმუნებულია რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს. დეპუტატის შეფასებით არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წინაპირობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გრძელვადიანი დემოკრატიული პროცესის უსზრუნველსაყოფად, მაჟორიტარულ ოლქებში დაწესებული 50%-იანი ბარიერის სისტემა წარმოადგენს და არა მხარდაჭერის არქონა.
„მეორე ტური განაპირობა არა იმან, რომ ჩვენ არ გვქონდა მხარდაჭერა არამედ იმან, რომ ჩვენ თავად მივიღეთ გადაწყვეტილება და 50%-იანი ბარიერი შემოვიტანეთ რითიც გრძელვადიანი დემოკრატიული პროცესისთვის გადავდგით ნაბიჯი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ ქონდეს ეს უმრავლესობა იმისთვის, რომ გადაწყეტილებების მიღება შესაძლებელი იყოს იმ გუნდის მიერ რომელსაც მანდატი მისცა ამომრცეველმა“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Visited 134 times, 1 visit(s) today