საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 9-13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.
საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვლენ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის არჩევის მიზნით საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი არიან: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი მიიღებენ.

Visited 116 times, 1 visit(s) today