საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბიუროს სხდომაზე გამოუცხადებლობას პარტიული ღონისძიებით ხსნიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობას ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ დღეს დაგეგმილი პარტიული ღონისძიებით ხსნიან.

”სხვების რა გითხრათ, მაგრამ პირადად ჩემზე გეტყვით, რომ პარტიული ღონისძიება გვაქვს დღეს საღამოს და იმით ვართ დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, პარტიული ღონისძიების შესახებ არ იცოდა. გაუგებარი არაფერია და ოთხშაბათს ჩვეულებრივად ჩატარდება ბიურო, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. საარჩევნო პერიოდია, პარლამენტის წევრები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში, მაგრამ დღეს განსაკუთრებით აქტიური დღეა, რომლის თაობაზეც საზოგადოება ინფორმირებულია”, – განუცხადა prof-news-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაუსწრებლობის იგივე მიზეზს ასახელებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა. ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი – “რესპუბლუკელების”, “თავისუფალი დემოკრატების”, “ეროვნული ფორუმის” და “მრეწველების” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

Visited 133 times, 1 visit(s) today