საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდი მიმოიხილა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა.
6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი.

Visited 119 times, 1 visit(s) today