საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა “საქართველოს განვითარების კორპორაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე იმსჯელეს და დეტალები შეათანხმეს. კანონპროექტის დახვეწაზე საპარტნიორო ფონდში ერთი კვირის განმავლობაში ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის ექსპერტთა ჯგუფი ფონდის კონსულტანტებთან ერთად მუშაობდა. საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ “საქართველოს განვითარების კორპორაციის“ შესახებ კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში წარედგინება. „საქართველოს განვითარების კორპორაციის” მიზანია, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის შედარებითი უპირატესობის გამოყენება. სამუშაო ადგილების შექმნა, ინოვაციებისა და ახალი ბიზნესების (სტარტ-აპების) მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება და დაფინანსების ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებთან წვდომის ხელშეწყობა.

Visited 162 times, 1 visit(s) today