საპარტნიორო ფონდმა RIXOS-ის ვიცე პრეზიდენტს ერკან ილდირიმს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდში ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტის RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ყაზახური მხრიდან „ყაზმუნაიგაზ სერვისის“ გენერალური დირექტორი ბატირბეკ ბაშეევი დაესწრო.შეხვედრას ესწრებოდა RIXOS BORJOMI-ის გენერალური მენეჯერი ოკან კორტელიც.
RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად. RIXOS BORJOM-ი (ბათუმის შემდეგ) პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც რეგიონში აშენდა. მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ- ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 48 აშშ მლნ დოლარია.

Visited 174 times, 1 visit(s) today