საპარტნიორო ფონდს ებრაული კომპანია GREEN HORIZON-ი ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ებრაული კომპანია GREEN HORIZON-ის წარმომადგენლები მიიღო. კომპანია GREEN HORIZON-ი საქართველოში მეცხოველეობის კომპლექსის მშენებლობას და რძისა და რძისპროდუქტების წარმოების სფეროში ინვესტირებას გეგმავს.
GREEN HORIZON-ი ცნობილი ებრაული კომპანიაა, რომელიც ისრაელსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ოპერირებს. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს მეცხოველეობის დარგში, როგორც გენეტიკის გაუმჯობესების, ასევე, გამოსავლიანობის გაზრდის კუთხით.
შეხვედრაზე კომპანია GREEN HORIZON-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ephy Yerushalmy-მა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საინვესტიციო წინადადება გააცნო და ფონდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პარტნიორული ურთიერთობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

Visited 233 times, 1 visit(s) today