საპარტნიორო ფონდს კომპანია CYBERBIT-ის დელეგაცია ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ისრაელის კომპანია ELBIT SYSTEMS-ის შვილობილ CYBERBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. კომპანია CYBERBIT-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდს საინვესტიციო წინადადებები წარუდგინეს. მხარეებმა კიბერ უსაფრთხობის დარგში ერთობლივი პროექტის მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ფონდისა და კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, თუ რამდენად მკვეთრად იზრდება კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც განპირობებულია კიბერ თავდასხმებით გამოწვეული ზიანის მზარდ მონაცემებზე. საუბრისას აქცენტები გაკეთდა კიბერ უსაფრთხოების სისტემების მიზნებზე, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლო კიბერ თავდასხმები. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

Visited 140 times, 1 visit(s) today