საპარტნიორო ფონდს PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი შაჰინ მამედოვი მიიღო. დავით საგანელიძემ PASHA Bank-ის ხელმძღვანელს ფონდის მანდატი, ფუნქციები და სტრატეგია გააცნო. საუბარი შეეხო ფონდში მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებს.
შეხვედაზე PASHA Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ფონდის ხელმძღვანელს ბანკის შესახებ ინფორმაცა მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. PASHA Bank-ის მენეჯმენტი საპარტნიორო ფონდის მიმდინარე პროექტებში ფინანსური ჩართულობის სურვილს გამოთქვავს და სხვადასხვა ბიზნეს სქტორში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება.
მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და PASHA Bank-ის კომერციული დირექტორი გოგა ჯაფარიძე ესწრებოდა

Visited 177 times, 1 visit(s) today