საპარტნიორო ფონდში „წინანდალი რედისონის“ პროექტი განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდში „წინანდალი რედისონის“ პროექტის განსახორციელებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „სილქ როუდ ჯგუფმა“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს პროექტის დეტალები წარუდგინა. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პროექტის ავტორებს გარკვეული სახის რეკომენდაციები მიაწოდეს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო თელავის რაიონში, სოფ. წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და კახეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმრო იქნება. 30 მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „წინანდლის მამულები.“ სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება, საკონფერენციო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით, ღონისძიებათა დარბაზებით, ღია და დახურული კაფე/რესტორნებით, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბით. სამუშაო შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

Visited 454 times, 1 visit(s) today