საპილოტე პროექტის ,,აბრეშუმი ხარაგაულიდან” განხორციელება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის რეგიონში საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება. აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით ამუშავდება.

მეაბრეშუმეობის დარგის განვითარება თუთის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს უკვე გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.ხარაგაულის მუნიცალიტეტში მათგან 1 000 თუთის ნერგი დაირგო.

Visited 149 times, 1 visit(s) today