საპრეზიდენტო კამპანია ,,მოითხოვე ქართული” ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ,,მოითხოვე ქართული” საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დღეს იმერეთში ორ ქართულ კომპანიას ესტუმრა.
საპრეზიდენტო კამპანია ,,მოითხოვე ქართული” ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტი დღეს ქუთაისში ფეხსაცმელების ფაბრიკას ,,ლევანტო” და ხორცპროდუქტების კომპანიას „გურმანი“ ესტუმრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ქართული პროდუქციის მოთხოვნითა და შეძენით აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და თავის მოქალაქეობრივ ვალსაც იხდის საკუთარი ქვეყნის წინაშე.

Visited 184 times, 1 visit(s) today