სართიჭალაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში რეაბილიტაცია უტარდება ზემო სამგორის სარწყავ სისტემას. სარემონტო სამუშაოები მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებელზე მიმდინარეობს; კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის მართკუთხა არხი, მონტაჟდება წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები, ასევე, ეწყობა საავტომობილო ხიდი. სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სართიჭალის მოსახლეობა 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. სარემონტო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. ქვემო ქართლში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. გაწეული სამუშაოების შედეგად, 15 817 ჰექტარზე რწყვის რეჟიმი გაუმჯობესდება, ხოლო რეგულარული სარწყავი ფართობი 3280 ჰექტარით გაიზრდება.

Visited 228 times, 1 visit(s) today