სარფის საბაჟოს თურქული მხარის რეაბილიტაცია სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ეწვია, სადაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარეს რიფათ ჰისარჯიკლიოღლუს შეხვდა და მასთან ერთად თურქული მხარის მიერ საბაჟოზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძე რიფათ ჰისარჯიკლიოღლუსთან ერთად სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა.
როგორც თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ოქტომბრის ბოლოდან საბაჟო პუნქტი განახლებული სახით დაიწყებს ფუნქციონირებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქულ მხარესთან გამართულ შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდა.
რეაბილიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას მომსახურების ხარისხის და გამტარუნარიანობის გაზრდას.

Visited 253 times, 1 visit(s) today