სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის ს/გზის შეკეთება დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა. შეკეთებული საავტომობილო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ მოინახულა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ დოლაურებში იწყება და ხევსურთსოფელში მთავრდება. აღნიშნული მონაკვეთი ამორტიზებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პერიოდული შეკეთების პროექტის ფარგლებში, მთლიანად აღდგა ასფალტ–ბეტონის საფარი, შეკეთდა ხელოვნური ნაგებობები; მოეწყო ბეტონის კიუვეტები, გზის გვერდულები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი და საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 980 400 ლარი შეადგინა.

Visited 284 times, 1 visit(s) today