სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიყვანეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი – “მი-8” ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიყვანეს. საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.

Visited 283 times, 1 visit(s) today