სასათბურე მეურნეობა სოფელ მუხრანში გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა, „შპს მუხრანი აგრო“ , საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული მეურნეობა, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლის მარტში შეიქმნა. ამჟამად, სასოფლო-სამეურნეო ობიექტში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 40 ტ. პომიდორს აწარმოებს და ამ პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს. საწარმოს მშენებლობისთვის 129,090 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა 99,175 აშშ დოლარის ოდენობით , ხოლო 29.915 აშშ დოლარი კერძო ინვესტიციაა. სულ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიხსნა 6 ახალი საწარმო (3 აგროკრედიტი, 3 თანადაფინანსება) – სრული ინვესტიცია – 2,589,644 აშშ დოლარი, საკუთარი წილი – 648,469 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი – 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი – 592,000 აშშ დოლარი. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გასაფართოებლად. ამ ეტაპზე, დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს განვითარება-გაფართოების საშუალება მისცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პროდუქციის წარმოების ზრდას, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას.

Visited 322 times, 1 visit(s) today