სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, პ.კ-ს თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან – გ.კ-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.კ.-ს დანა გულმკერდის არეში დაარტყა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა პ.კ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Visited 182 times, 1 visit(s) today