სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს ქ.სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Visited 111 times, 1 visit(s) today