სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ნიკა მელია ციხეში იჯდეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ნიკა მელია ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგბელობის მოხსნას. მისი პასუხისმგბელობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე, მაშინ როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Visited 78 times, 1 visit(s) today