სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი

სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბესელიამ პარლამენტს მიმართა, მხარი დაუჭიროს ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნის ინიციატივას.

“პირადად მე მიმაჩნდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ასეთი კომისიის შექმნა სწორი არ იქნებოდა და ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური ორგანოს პირდაპირი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის ითქვა, რომ სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი. ამ კითხვის ღიად დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ბოლომდე ბრძოლას. ამ ბრძოლაში ვინ თუ არა ჩვენ – ხელისუფლებაში მყოფი ძალა, უნდა ვიყოთ ის პასუხისმგებელი ძალა, ვინც პასუხისმგებლობას და ტვირთს აიღებს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს. კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხდება კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენა და შემდგომ კენჭი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ეყრება.

Visited 117 times, 1 visit(s) today