სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში H1N1 ვირუსით. გავრცელებული ინფორმაციით, გრიპის ლეტალური გართულება ისევ დასავლეთ საქართველოში მოხდა. სპეციალისტების განმარტებით, ინფიცირიებულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს და ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ეპიდემიის, მითუმეტეს, პანდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. ისინი ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. რეკომენდაციებს აძლევენ ასევე მედიკოსებსაც. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა.

“მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც ამ დროს კავი კვდება. ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში, ამაზე არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მხოლოდ ოჯახის ექიმი.

რეკომენდაციით და ბრძანებით მივმართავთ თბილისის და რაიონების სასწრაფოებს, მენეჯერები  ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსებით იმგზავრონ. ამისთვის ყველას აქვს საკმარისი ხელფასი,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი ბუთხუზის განმარტებით, ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

Visited 175 times, 1 visit(s) today