სატყეო სტრატეგიის ძირითად პოლიტიკურ საკითხებს შეხვედრა მიეძღვნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, სატყეო სტრატეგიის ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და ავსტრიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.

შეხვედრაზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ სატყეო სექტორში განხორციელებული ინიციატივები, დარგში მიმდინარე პროცესები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს კრწანისის ტყე-პარკის დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრა CENN -ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 136 times, 1 visit(s) today