საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე, მას შეიძლება ეწოდოს მერი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

”გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება”, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 116 times, 1 visit(s) today