საფარისა და ავარიონის დასახლებების მიმართულებით გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფარისა და ავარიონის დასახლებების მიმართულებით გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილეებმა დავით ბიწაძემ და გიორგი ბიწაძემ, საინჟინრო მონიტორინგის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, საფარისა და ავარიონის დასახლებებში დაწყებული გზის საამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები მშენებელი ფირმის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პროექტის მიხედვით საავტომობილო გზის 1200 მონაკვეთის მობეტონება მოხდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “კავკასენერგო“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 550 000 ლარია. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი სრულიად ამორტიზირებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა.

Visited 31 times, 1 visit(s) today