საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი 7.2 კმ-იანი გზის სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი აქამდე არ ყოფილა. მონასტრამდე გრუნტის გზა მიდიოდა, რომელიც წვიმიან ამინდში გაუვალი ხდებოდა, როგორც ტრანსპორტისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება.
პროექტის ფარგლებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ბეტონის პარაპეტების და ლითონის თვალამრიდების მოწყობას და გზის მონიშვნის სამუშაოებს.
საფარის გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 198 099,81 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

Visited 167 times, 1 visit(s) today