საფეხბურთო კლუბმა “შუქურამ” უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ქობულეთის რევაზ ჩელებაძის სახელობის „ჩელე არენაზე“ საფეხბურთო კლუბები ქობულეთის ,,შუქურა“ და ბოლნისის ,,სიონი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საფეხბურთო მატჩს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო. გუნდებს შორის ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი ბოლნისის სიონის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. დღეს ქობულეთში გამართული საპასუხო მატჩი ანგარიშით 2:0 ,,შუქურას“ გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

Visited 169 times, 1 visit(s) today