საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ საქართველოსთვის AFD-ის მიერ ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრანშის თანადაფინანსებით, აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს წყალმომარაგების და წყალარინების სექტორში მმართველობის და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ურბანული, სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორების მართვის გაძლიერებას.

Visited 11 times, 1 visit(s) today