საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა დეპუტატებს რეკომენდაციები წარუდგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე რეკომენდაციები წარუდგინა. აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 11 ოქტომბერს, აუდიტის ჯგუფმა სხდომაზე განიხილა 2 ანგარიში: შპს სტარტაპ საქართველოს ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი აუდიტის ანგარიში.

„რეკომენდაციების პროექტი მომზადებულია შპს სტარტაპ საქართველოს ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე. აუდიტი მოიცავდა 2016-2021 წლებს და სულ გაცემული იყო 7 რეკომენდაცია, რომელთაგან ყველას დაეთანხმნენ და წარმოადგინეს გეგმა, როდის და როგორ შეასრულებენ ამ რეკომენდაციებს. სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2020-2021 წლების საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი აუდიტის ანგარიშით გაიცა 4 რეკომენდაცია, რომელსაც დაეთანხმა სამსახური და წარმოადგინა რეკომენდაციების შესრულების შესაბამისი გეგმა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

Visited 13 times, 1 visit(s) today