საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა. დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტებზე მომხსენებელმა პრინციპებისა და კონცეპტუალურ ხედვებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ცვლილებების ძირითადი არსი გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის” მიღებით, 2013 წელს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო შეიქმნა, რომლის ერთ-ერთ საქმიანობას კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭება წარმოადგენს.
წარმოდგენილი კანონპროექტით კი კანონით რეგულირებადი საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, მათი მეპაიეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მოხდება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ცვლილებების ფინანსურ ნაწილზეც ისაუბრა, რომელთან დაკავშირებით კომიტეტმა შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვა. საკითხი შეეხებოდა მეპაიეობისთვის დაწესებულ მინიმუმ 300 ლარიან გადასახადს და კოოპერატივებისთვის აუდიტის ჩატარების დამატებით ვალდებულებას. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების ფინანსურ ნაწილს მხარი დაუჭირა.
სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარმოადგინა.

Visited 88 times, 1 visit(s) today