საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა პროფესიული განათლებისა მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+ – ის პროგრამაზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროსა და საქართველოში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს მხარებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.

„ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც კომიტეტები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების შედეგად კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გააქტიურდება თანამშრომლობა, რომლიც უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს მეტ გაცვლით პროგრამაში და ერთობლივ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Visited 16 times, 1 visit(s) today