საქართველოსა და მოზამბიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და მოზამბიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და მოზამბიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს მოეწერა ხელი. როგორც დავით ზალკალიანმა და ჟოზე პაშეკუმ აღნიშნეს, დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს მოზამბიკის დელეგაციას თბილისში, ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომი რაუნდის ჩასატარებლად.
შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში.
დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. ​

Visited 162 times, 1 visit(s) today