საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის 13 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო“ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

Visited 222 times, 1 visit(s) today