საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სომხეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.
კონსულტაციების ფარგლებში შედგა ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების შემდეგი რაუნდი გაიმართება საქართველოში 2018 წელს.

Visited 123 times, 1 visit(s) today