საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება.

Visited 128 times, 1 visit(s) today