”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ”საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც prof-news-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იგი დაცვის პოლიციის მიერ უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.

Visited 146 times, 1 visit(s) today