საქართველოს დელეგაცია სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.
საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე – საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი.
საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები ბავრას საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული სერვისების შესახებ.

Visited 223 times, 1 visit(s) today