საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ და ტურიზმიდან მიღებულმა გაზრდილმა შემოსავლებმა.

„2018 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

Visited 163 times, 1 visit(s) today