საქართველოს ელჩმა ეთიოპიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეთიოპიის პრეზიდენტს, მის აღმატებულება მულატუ ტეშომე ვირტუს.
მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობათა დამყარებას, განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები, გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ სასარგებლო პოლიტიკურ–ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ურთიერთ მხარდაჭერის თაობაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეთიოპია–საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროების შესახებ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმებზე და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ მისი აღმატებულება მულატუ ტეშომე 2011-2013 წლებში, ქვეყნის პრეზიდენტად არჩევამდე, საქართველოში ეთიოპიის ელჩი იყო (რეზიდენციით ანკარა). ზურაბ დვალიშვილთან შეხვედრისას მან კმაყოფილებით გაიხსენა 2011 წელს თბილისში ვიზიტი.

Visited 160 times, 1 visit(s) today