საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმარის სტატუსით წარსდგება. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ჩვენი ქვეყნის მიზანია გააცნოს მსოფლიოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუროს ქვეყნისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას.
კონკურსის პირობები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Visited 183 times, 1 visit(s) today