საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ “თხილის გადარჩენის” პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ “თხილის გადარჩენის” პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ახალკახათის და დარჩელის მოსახლეობას 32 შესაწამლი აპარატი გადაეცა, ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ განრიგს.
თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას _ “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს.
სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს.

Visited 176 times, 1 visit(s) today