საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

14-15 ივლისს საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ეწვევა.

ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ამასთან, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“.

კონფერენცია ბათუმში 14-15 ივლისს გაიმართება.

Visited 122 times, 1 visit(s) today